Eng : Rus :Geo   



ახალგორი მომხიბლავ ქსნის ხეობაში მდებარეობს. ქსანმა თავისი სახელწოდება მდ. ქსნისგან მიიღო. ქსანი ხეობაში Oოთხმოცდაათამდე კილომეტრის მანძილზე მიედინება, მას გზადაგზა მთელ რიგი მცირე ნაკადები უერთდება და ბოლოს მდ. მტკვარში ჩაედინება მარცხენა მხრიდან.

IV ს-ის ბოლოსა და III ს-ის დასაწყისში ჩვ.წ.აღ.მდე. საქართველოს მეფე ფარნავაზი ხდება. იგი სპარსული ორიენტაციისა და ქვეყანაში სხვა რეფორმებთან ერთად, «სპარსეთის სამეფოს ნიმუშისა და მსგავსების მიხედვით» ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ რეფორმას ანხორციელებს. ამ დროისთვის მდ. ქსნის ზედა დინებასთან ჩამოყალიბდა მცირე ტერიტორიალურ- ადმინისტრაციული ერთეული –ცხრაზმიის საერისთავო, რომელიც შიდა ქართლის სასპანსეთოს შემადგენლობაში შედიოდა. VI ს-ის 70-იან წლებში მიმდინარეობდა ბრძოლა ბიზანტიასა და ირანს შორის ქართლში გაბატონებისთვის. მოწინააღმდეგე მხარეებს შორის შეტაკებები განსაკუთრებით გამძაფრდა სწორედ ქსნის ხეობაში, სადაც როგორც ბიზანტიელებს, ისე ირანელებს თავიანთი მომხრეები ჰყავდათ. ომი ირანის ორიანტაციას მიმხრობილ მმართველ წრეებსა და ცხაზმის მცხოვრებლებს შორის, რომლებიც ბიზანტიაც ანიჭებდნენ უპირატესობას ხუთი თვე გაგრძელდა.

წარმატება თავიდან ირანის მომხრეებს ხვდათ წილად, მათი მოწინააღმდეგენი იძულებულები იყვნენ დაეტოვებინათ ცხრაზმი. მაგრამ მალე ისინი დამატებითი რაზმით გამაგრდნენ, როსტომ ბიბილურის მეთაურობით. როსტომი გამოცდილი მეომარი, ნიჭიერი მხედართმთავარი იყო, რაც არაერთგზისაა აღნიშნული წყაროებში. მისი ხელმძღვანელობით მოლაშქრე ცხრაზმელებმა მალე მოიპოვეს მტერზე გამარჯვება.
ცხრაზმელების აქტიური თანადგომით ბიზანტიამ ქართლში გაბატონებულ მდგომარეობას მიაღწია, რის შემდეგაც კი, VI ს-ის 70-იან წლებში ბიზანტიელმა კეისარმა როსტომ ბიბილური ცხრაზმის ერისთავად დანიშნა.


ამ დროისთვის ცხრაზმის საერისთავო შვიდ მცირე ადმინისტრაციულ ერთეულს(ხეობებს)- სახევისთავოს აერთიანებდა: ცხრაზმა, ქარჩოხი, ჟამური, საძეგური, ქოლოთქვიტკირი, ჭურთა და ისროლი. აღნიშნული ტერიტორიალური ქვეგანაყოფები იმართებოდა «ხეობის თავკაცებით»- ხევისთავებით, რომელიც უშუალოდ ერისთვას ემორჩილებოდნენ.
როსტომის მომდევნოდ, ცხრაზმის ერისთავი ხდება მისი ვაჟი ლარგველი, შემდეგ კი დემეტრე. თუ როგორი იყო პოლიტიკური ვითარება ცხრაზმში დემეტრეს მმართველობის შემდეგ XIII საუკუნემდეც კი ჩვენთვის უცნობია.
XIII_XIV საუკუნეების მიჯნაზე ცხრაზმის ადმინისტრაციული ერთეულის სამხრეთ საზღვარი დაახლოებით თანამედროვე დასახლების კორინთას რაიონში გადიოდა, იქ სადაც ქსნის ხეობის დაბლობი იღებს სათავეს.

მონღოლების შემოსევამ ქართული სახელმწიფოებრიობა დაასუსტა, რასაც საქართველოს შიდა უთანხმოებებიც ხელს უწყობდა. მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლა საქართველოს სამეფო ტახტის სამ პრეტენდენტს შორის, ესენი იყვნენ: დავით VIII, ვახტანგ III და გიორგი V. ამ ბრძოლაში, მონღოლთა აქტიური დახმარებით გამარჯვებული ვახტანგ III აღმოჩნდა.
1327წ. დასრულდა სამწლიანი ომი ქალაქ გორის განთავისუფლებისთვის, რომელიც ოსებს ჰქონდათ დაპყრობილი. ამ ომში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ცხრაზმელი მოლაშქრეები, ვერშილ II-ეს მეთაურობით. ეს პერიოდი მონღოლური ძალაუფლების შესუსტებას მოწმობს.
ქ. გორის განთავისუფლებიდან რამდენიმე ხანში ლომისის მთაზე ცხრაზმის მცხოვრებლებსა და არაგვის მთიელებს შორის შეტაკებები მოხდა. ამ ბრძოლების მიზანი იყო არაგვის მთიელები ცხრაზმის საერისთავოსთვის დაემორჩილებინათ, თუმც დამარცხების მიუხედავდ არაგველმა მთიულებმა მაინც შეინარჩუნეს თავისუფლება.
დაახლოებით 40 წლის განმავლობაში, დაწყებული XIV ს-ის 40-იანი წლების ბოლოდან ცხრაზმის საერისთავო პერმანენტულად ეომებოდა მთიელებს არაგვის ხეობიდან, რომლებიც უშუალოდ საქართველოს მეფეებს ემორჩილებოდნენ.
XIV ს-ის 80-იანი წლების დასაწყისში ირანული ილხანების სახელმწიფოში შიდა ომებში გამარჯვებული თემურ ლენგი ხდება, რომელმაც ყოფილი ილხანების სახელმწიფოს დიდი ნაწილი დაიმორჩილა.
ამავე ათწლეულის მეორე ნახევარში საქართველო ახალი გარეშე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მას თემურ ლენგის ლაშქართა შემოსევები ემუქრებოდა.
ქვეყნისთვის მოსალოდნელმა გარეშე საშიშროებამ საქართველოს შიდა პოლიტიკურ მდგომარეობში კონსოლიდირებადი როლი შეასრულა. თემურ ლენგის შემოსევებმა გარკვეული დროით პროვინციული სამეფოების სისტემათა გაქრობა გამოიწვია.
XIV საუკუნის ბოლოს საქართველო ორი მოწინააღმდეგე ძალის ინტერესთა გადაკვეთის წერტილზე აღმოჩნდა, ესენი იყვნენ თემურ ლენგი და თოხთამიში, რამაც საქართველოში თემურ ლენგის მერვე შემოჭრა განაპირობა. საქართველოს მმართველებმა გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს თემურ ლენგის ლაშქარს, ცალკეულ შემთხვევებში ისინი მცირე წარმატებებსაც კი აღწევდნენ.
1398წ. ცხრაზმის ერისთავი ვერშილ III საქართველოს მეფე გიორგი VII-ეს დავალებით სამხედრო მსვლელობებს ანხორციელებს დვალეთსა და ქართლის მთიან ნაწილში, რის შედეგადაც დვალები და ქართლელი მთიელები დამორჩილებულნი არიან და გარკვეული დროით საქართველოს ცენტრალურ ძალაუფლებას ექვემდებარებიან.
წერილობითი წყაროს ანალიზი მოწმობს, რომ 1398 წლისთვის ოსები ჯერ არ დასახლებულან ქსნის ზედა დინებაში.
1400 წ. თემურ ლენგი მეექვსეჯერ შემოიჭრა საქართველოში, თითქმის მთლიანად დაარბია და გაანადგურა აღმ. ნაწილი. ცხრაზმელი ერისთავმა ვერშილ III-ემ შეძლო დაემარცხებინა თემურ ლენგის რაზმი ბეხუშის ციხესთან ბრძოლაში, რის შემდეგაც ყოველგვარ თანმხლებთა გარეშე ქნოგოსკენ გაეშურა, თავისი ოჯახის მოსანახულებლად. ქვედა და ზედა დვალებმა შეიტყვეს რა, რომ ვერშილი ქნოგოში დაცვის გარეშე იყო, მასზე თავდასხმა სცადეს, მაგრამ ერისთავი დროულად იქნა ინფორმირებული მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და მტრისგან თავის დახსნა შეძლო. ვერშილ III-ემ არ აპატია ქნოგოს მცხოვრებლებს ღალატი და მალე სამაგალითოდ დასაჯა ისინი, ხოლო 1401 წ. მეფე გიორგი VII –ესა და არაგვის ერისთავ სურამელის ჯართან ერთად დვალეთში შეიჭრა და დვალებიც დასაჯა. ვერშილ Ш ცხრაზმის ერისთავი იყო XIV ს-ის 90-იანი წლებიდან 1422 წლამდე.
XV ს-ის პირველი ათწლეულები ცხრაზმის საერისთავოში ფართო საგანმანათლებლო და სამშენებლო აქტიურობით აღინიშნება, რასაც ხელი შეუწყო ქსნის ხეობაში იმდროინდელი ცნობილი საეკლესიო მოღვაწის გიორგი ქაშვეთელის დამკვიდრებამ.
ამ ეპოქაში ცხრაზმის საერისთავო ქართულ ხაზინას, საეკლესიო ძვირფასეულობას და ხელნაწერებს ინახავს და იცავს.


ახალგორის რაიონის ისტორიის, არქეოლოგიის და არქიტექტურის მუზეუმის ნაკრძალის ექსპოზიციაში წარმოდგენილია სასანთლეს ქვედა ნაწილი წარწერით, რომელიც გვამცნობს, რომ სასანთლე 1791წ. წირქოლის წმ.გიორგის ეკლესიას შეწირა მარიამ ციციშვილმა, მეფე გიორგის მეუღლემ. დადგენილია, რომ სასანთლე დამზადებულია ამავე 1791წ. ოქრომჭედლობის სამეფო სახელოსნოში არტუნ ოქრომჭედლის მიერ.
ქსნის ხეობაში უძველესი დროიდან არსებობდა საოქრომჭედლო სახელოსნოები, სადაც ადგილობრივი მოხმარებისთვის მზადდებოდა, როგორც პირადი სამკაულები, ისე საეკლესიო ნივთები, ჯვრები, ხატები და სხვა მრავალი.

მე-16 საუკუნის II ნახევერში ქსნის საერისთავო ქართლის სამეფოს ყველა ჭირ-ვარამს იზიარებდა.
ქსნის ერისთავი ელიზბარი თავისი დროის სულისკვეთების თანახმად მოქმედებდა და ეპოქისთვის დამახასიათებელ ყველა დადებით და უარყოფით თავისებურებებს ამჟღავნებდა. თავდაპირველად ის მეფე სიმონ I –ს უჭერდა მხარს, შემდგომ კი მის ოპონენტს და მეფის წინააღმდეგ გამოდიოდა. 1576 წ. ტყვეობაში იყო სპარსეთში, ელიზბარმა, ბარძიმ ამილახვართან ერთად შეურაცხყო დედოფალ ნესტან-დარეჯანის ღირსება.

1578 წელს ლაშა მუსტაფ ფაშას მეთაურობით საქართველოში თურქების ამალა შემოიჭრა. მეფე დუდხანმა გადაწყვიტა არ შეწინააღმდეგებოდა თურქებს. ქსნის ერისთავი ელიზბარი, ბარძიმ ამილახვარი და ქართლის მმართველი ვახტანგ მუხრანბატონი, მარტოდმარტო დარჩნენ მრავალრიცხოვანი მტრის პირისპირ და დანებდნენ თურქებს, რითიც შიდა ქართლი დარბევისგან იხსნეს.

მოგვიანებით მეფე სიმონ I –მა ქართლი სპარსეთის ბატონობიდან დაიხსნა, წარმატებულად დაამარცხა თურქები და მზად იყო დაესაჯა თვითნებური ფეოდალები - ელიზბარი და ბარძიმ ამილახვარი. ელიზბარმა შეძლო დედოფლის შემორიგება და აინაზღაურა მისთვის მიყენებული შეურაცყოფაც, დაუთმო რა მას ახალგორი და მეჯუდა. თითქოს ცხადი იყო, რომ ელიზბარი მოქნილი პოლიტიკის წყალობით მალე დაიბრუნებდა საკუთარ დაკარგულ ტერიტორიებს.

მე-17 საუკუნეში ქსნის ერისთავთა პოლიტიკური აქტიურობის შესახებ ისტორიული ცნობები 1609 წლიდანაა ხელმისაწვდომი, ამ დროისთვის თურქეთსა და სპარსეთს შორის ომი ამიერკავკასიაში დომინირების მოსაპოვებლად გრძელდება.( დაიწყო 1602წ.).

1609 წ. ქსნის ერისთავმა შალვამ ტაშისკარის ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რადგან ახალციხისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა, რითიც ქალაქი თურქების შემოსევისაგან იხსნა.
1614 წ. ქსნის ერისთავი ლესე გახდა, რომელმაც ეს ტიტული შახ აბასისგან მიიღო. ლესე, საქართველოს მმართველის გიორგი სააკაძის სიძე იყო. 1620წ. იგი ანდუკაპან ამილახვარს მიემხრო და პაპუნა ამილახვარი მოკლა.

1625წ. ლესემ სხვა ქართველ არისტოკრატებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი შესარულა მდ.ქსანთან ქარჩოხთან მომხდარ ბრძოლაში (აგვისტო-სექტემბერი 1625წ.). ქართველებმა მონღოლური ბრძოლის წესები გამოიყენეს და თითქმის სრულიად გაანადგურეს 12000 თურქეთის ლაშქარი.
1642წ. ქსნის ერისთავი ლესე, პაპუნა ამილახვრის ვაჟის მიერ იქნა მოკლული.

1642-1639 წწ. როსტომ მეფესა და მის ოპოზიციონერ ფეოდალებს შორის კონფრონტაცია გრძელდებოდა. ქსნის ერისთავი კვლავ ჩათრეულ იქნა ამ კონფრონტაციაში, რომელიც მეფის ძალაუფლების გამარჯვებით დასრულდა.
1657 წლის მარტში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით მეფე ვახტანგ მუხრან ბატონის (მეფე როსტომის მემკვიდრის) ოპოზიცია გამოაშკარავებულ იქნა, ეს იყო ელიზბარ ერისთავისა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ჯგუფი, ზაალ ერისთავის მეთაურობით. ისინი ფიქრობდნენ ტერიტორიალურად სხვადასხვაგვარად დაემორჩილებინათ აღმოსავლეთ საქართველო ირანისთვის. ახალ ადმინისტრაციულ ერთეულს უნდა მოეცვა: მთელი კახეთი და ქსნისა და არაგვის საერისთავოების ტერიტორიები. ირანს ეს გეგმაში არ ჰქონდა, რადგან მას მიზნად ჰქონდა კახეთში თურქმენული ტომების განსახლება, ჩრ. კავკასიასა და ქართველებს შორის გარკვეული საზღვრის შექმნისთვის. აღმ. საქართველო ფაქტიურად ირანის პროვინციად უნდა ქცეულიყო.

1658წ. ქართლის მეფე როსტომი გარდაიცვალა და მეფედ ვახტანგი იკურთხა.
ერისთავი ზაალი, ქსნის ერისთავი ელიზბარი და ბიძინა ჩოლოყაშვილი დანარჩენ არისტოკრატებთან ერთად არ სცნობდნენ ვახტანგის მეფობას. დაძაბული სიტუაციის სტაბილიზაციისთვის სეპარატისტებმა ირანს მიმართეს. შახის კარმა არაგვის ერისთავი ზაალი დიდი პატივით მიიღო, მაგრამ ელიზბარი მოდრკა და 1658წ. ლესე ლესეს ძეს ქსნის ერისთავობა დაუბრუნეს, ელიზბარმა დაიბრუნა თავისი მდგომარეობა.
1659წ. არაგვის ერისთავი ზაალი სხვა სეპარატისტებთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. 1659წ. ირანმა დაასრულა 80 000 თურქმენული ოჯახის ჩასახლება კახეთში.

საქართველოში დაბრუნებულმა სეპარატისტებმა უარი განუცხადეს ვახტანგ მეფეს ქართლის მმართველობისთვის. საქართველოს სამეფომ, გაითვალისწინა რა თურქმენული ტომების საქართველოში ჩამოსახლების ფაქტი, სხვა ზომების დაგეგმვას შეუდგა.

1660წ. მარტის დასაწყისში, ქართლის მეფე ვახტანგV-ემ ჯარი შეკრიბა. მისი ნაწილი დას. საქართველოს საზღვრებთან დატოვა, ხოლო ნაწილით კი იმერეთში შევიდა. ეს მხოლოდ მოტყუებითი ხერხი იყო, სინამდვილეში კი ის აღმ. საქართველოში დაბრუნდა, თავს დაესხა ბახტრიონისა და ალავერდის ციხეებს, სადაც თურქმენები იყვნენ გამაგრებულნი, დაამარცხა და განდევნა ისინი.
თურქმენული ტომების განადგურების შესახებ ლეგენდა კახეთში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ზაალ არაგვის ერისთავი, ელიზბარ ქსნის ერისთავი, მისი ძმა შალვა, ბიძინა ჩოლოყაშილი და თუშ-ფშავ ხევსურები (საქართველოს რეგიონები) ეჭვს ქვეშ აყენებდნენ ამ ფაქტს.
ირანიდან იქ მკვლევართა ჯგუფიც კი გაიგზავნა, თუმც უშედეგოდ.
ამის შემდგომ ლესე ლესეს ძე ქსნის ერისთავი გახდა. ელიზბარმა და მისმა ძმა შალვამ ოჯახებითურთ კახეთში ჰპოვა თავშესაფარი.

თანამედროვე ისტორიკოსები, რომლებიც კახეთის განთავისუფლების შესახებ გვამცნობენ უარყოფენ ვახტანგ V-ეს, ზაალ არაგვის ერისთავის, ელიზბარ ქსნის ერისთავის და მისი ძმის შალვასა და ბიძინა ჩოლოყაშვილის მიერ თურქმენების დამარცხების შესახებ მოსაზრებას, რადგან მოგვიანო ხანის მეცნიერები, რომლებიც ბაგრატიონთა იდეოლოგები იყვნენ აღნიშნავენ, რომ კახეთის განთავისუფლება ზაალ არაგვის ერისთავის, ქსნის ერისთავების-ელიზბარისა და შალვასა და ბიძინა ჩოლოყაშვილის მიერ მოხდაო.
ისტორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კახეთი ვახტანგ V-ემ, ქართლის მეფემ გაანთავისუფლა, ხოლო სეპარატისტებს ამ საქმეში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.
1660წლის მაისში ზაალ არაგვის ერისთავის სიკვდილის შემდეგ სეპარატისტები შეშინდნენ და ჩაბარდნენ ირანის მთავრობას თავშესაფრის მისაღებად. თუმც მათ მაჰმადიანური რელიგია არ მიიღეს და 1662 წ ისინი წამებით აღესრულენ. მოგვიანებით მათი ნეშტები საქართველოში ჩამოასვენეს და იკორთას ეკლესიაში დამარხეს.
1665 წ. ვახტანგ V-ემ, რომელმაც ირანს მიმართა, დაავალა თავის ვაჟებს იასე ქსნის ერისთავი დაემარცხებინათ. მათ ეს წარმატებით შეასრულეს. იასე გაიქცა. ხოლო ქსნის ერისთვი დათუნა (შალვას ძე) გახდა


masalebi gamoyenebuli iqna vladimer RunaSvilis wignidan
"narkvevebi qsnis xeobis warsulidan"